"კოალიციიდან გამოსულ ნებისმიერ პარტიას, გარდა პარტია "ქართული ოცნებისა", ძალიან გაუჭირდება ბარიერის გადალახვაც კი" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" შემავალი ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიციაში დარჩეს.
"ნამდვილად არ ვიცი კოალიციის შიგნით რა ხდება, გარდა იმისა, რასაც ვისმენთ და ვუყურებთ. ინტერესი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალებისა იქნება ის, რომ დარჩნენ კოალიციის შიგნით. დამოუკიდებლად პრაქტიკულად გამორიუცხულია, რომ რომელიმე მათგანმა წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.