საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, დიდე რეიდერსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო უწყება ავრცელებს.
"მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ დინამიკას იძენს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ მხრივ ხაზი გაუსვა ბელგიის და ასევე ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას.
როგორც ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მიმართულებით რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმები. მისი თქმით ახლო მომავალში მნიშნელოვან პროგრესს უნდა ველოდოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბელგიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების მოზიდვის კიდევ უფრო ხელშეწყობისთვის ახორციელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსსი საქართველოში მოიწვია" - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.