სოფელ ტირძნისში, თამარ კუსრაძეს დედის დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა დედას, რომელიც ავადმყოფ მეუღლესთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად გამყოფ ხაზთან ცხოვრობს, სახლის დაწყებული მშენებლობის დასრულებაში დახმარება აღუთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა კუსრაძეების მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო - ოჯახი, სადაც მძიმე ავადმყოფი, ორი არასრულწლოვანი და ასაკოვანი ქალბატონი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, დახმარებას ითხოვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.