დავით უსუფაშვილი: "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში
03-03-2016, 23:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი იყო "საქმიანი და უკიდურესად კეთილგანწყობილი". უსუფაშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში და უახლოეს მომავალში "რესპუბლიკურ პარტიასა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორპარტიული შეთანხმება შედგება.


"ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია" და პარტია "ქართული ოცნება" სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის და "რესპუბლიკური პარტიის" პოზიცია ძალიან მყარია. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას – სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს. ამასთანავე, "რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის შეთანხმება დაზუსტდება," აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი