ქობულეთის მუნიციპალიტეტში დედის დღე აღინიშნა. კულტურის სახლში დედების პატივსაცემად მომღერალ სოფო ბედიასა და კვარტეტ „ბათუმის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
კონცერტის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალბატონებს ღირსშესანიშნავი დღესასწაული მიულოცეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელით მისალოცი ბარათები გადასცეს, ხოლო 30 ქალბატონს ქობულეთელმა მეცენატმა ჯუმბერ გოგოტიძემ ფულადი საჩუქარი გადასცა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2008 წელს დაღუპული გმირების დედებს 1000-1000 ლარი ჩაერიცხებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.