პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და დააზუსტა, რომ "თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დასადასტურებელი".
"მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ბოლოდროინდელ პოლემიკას საჯარო სივრცეში. გაკეთდა განცხადებები, მათ შორის მე გავაკეთე ორჯერ განცხადება, რომელიც იყო ძალიან საჭირო. ვთვლი, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარეშემო", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.