"თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დასადასტურებელი"
04-03-2016, 00:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დასადასტურებელი - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას გააკეთა.


"მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ბოლოდროინდელ პოლემიკას საჯარო სივრცეში. გაკეთდა განცხადებები, მათ შორის მე გავაკეთე ორჯერ განცხადება, რომელიც იყო ძალიან საჭირო. ვთვლი, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.


ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალაპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარეშემო", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება.

 

 

ამასთან, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო, ხოლო ეს მიზნები უპირველეს ყოვლისა დაფუძნებული იქნება საუკეთესო ფასეულობებზე და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა, იქნება კონსესუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე.


"ყველაფერი ეს ჯერ კიდევ წინ არის. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. არჩევნებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას. თუ კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას, ჩვენ მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით უფრო მაღალი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენ მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი,"  განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი