პრემიერ-მინისტრი "ბათუმის წყლის" დირექტორის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენებას მოითხოვს, თუ მასზე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება
04-03-2016, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ბათუმის წყლის" დირექტორის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება მოითხოვა.


გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც "ბათუმის წყლის" დირექტორს ალექსანდრე მიქელაძეს ერთ-ერთმა რესტორანმა ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა, რის შემდეგაც იგი რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა და რამდენიმე წუთში, აღნიშნულ ობიექტს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს. კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკითხის დეტალურად გარკვევა დაავალა.


"მინდა გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომლის თაობაზეც საჯარო სივრცეში ინფორმაცია გაჟღერდა და შემდგომ მე მოვიკითხე ეს საკითხი. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის წყლის ხელმძღვანელის საკითხი და იქ გარკვეული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების შედეგად ბათუმში ერთ-ერთი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა მოხდა. მინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვო, მაქსიმალურად დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დეტალურად გარკვევის შემდეგ დადასტურდება, მინდა ამ პიროვნებამ თანამდებობა სასწრაფოდ დატოვოს. აუტანელია და ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იმისთვის იყენებდნენ, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ. თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა, რომ სიმართლეში გავერკვეთ, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება", - განაცხადა კვირიკაშვილმა და დაამატა:


"შესაძლოა ეს იყოს უსაფუძვლო ბრალდება, მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც საჯარო სივრცეში ვიმყოფებით, უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს და არა საბაბი, რომ საჯარო მოხელეების მიმართ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს."

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი