ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპარლამენტო არჩევნებში" პარტია "ერთიანი ოსეთი" ლიდერობს
09-06-2014, 01:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ოსეთი" ლიდერობს. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , ბელა პლიევას ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვის პარტიამ "ერთიანი ოსეთი" ხმათა უმრავლესობა - 44,11% დააგროვა. მეორე ადგილზეა "ხალხის ერთობა", 16,43%-ით, ხოლო მესამეზე – "სახალხო პარტია", რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 7,54%-მა მისცა ხმა. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 31,08%.
რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობას, ბელა პლიევას თქმით, ამის შესახებ მონაცემები დღეს გამოქვეყნდება.

 


აღსანიშნავია, რომ "ერთიანი ოსეთი" თავის პროგრამა მაქსიმუმად რუსეთთან გაერთიანებას ასახელებსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს მოუწოდებდა, "საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი" ჩაეტარებინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი