ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სრულ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. როგორც BBC იუწყება, მან ასევე მოითხოვა სამხედრო დოქტრინის გადახედვა, რათა ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული დარტყმა განახორციელოს.
"მზად უნდა ვიყოთ, რომ ბირთვული ქობინები ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
საპასუხოდ, აშშ-მ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელიც რეგიონის ესკალაციას იწვევს. 2006 წლიდან ფხენიანმა 4 ბირთვული ცდა ჩაატარა, რის გამოც 2 დღის წინათ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების პაკეტი ერთსულოვნად დაამტკიცა.
ახალი სანქციების შესაბამისად, ყველა გემი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში შედის, თუ იქიდან გამოდის, შემოწმდება. ამავე სანქციების თანახმად, 16 პირი და 12 ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანეს.
გემების სავალდებულო შემოწმების გარდა, სანქციები ასევე მოიცავს ირაღის გაყიდვისა და ჩრდოლოეთ კორეაში მსუბუქი შეიარაღების გადატანის აკრძალვას და ქვეყნიდან იმ დიპლომატების გაძევებას, რომელნიც ჩართულნი არიან "არაკანონიერ აქტივობებში".
შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეის დიდი ხნის მოკავშირე ჩინეთი, ახალ სანქციებს 7 კვირა განიხილავდნენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება "ერთი ხმით" საუბრობდა, რომ ეთქვა ჩრდილოეთ კორეისთვის, რომ მან, "უნდა მიატოვოს ეს სახიფათო პროგრამები და აირჩიოს უკეთესი გზა თავისი ხალხისათვის".
ჩრდილოეთ კორეა დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისი სარაკეტო პროგრამა წმინდა წყლის სამეცნიერო ხასიათისაა, მაგრამ, შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და თვით ფხენიანის მოკავშირე ჩინეთიც კი ამბობენ, რომ მსგავსი რამ, რაც მაგალითად ჩრდილო კორეამ გააეთა, როცა ორბიტაზე სატელიტი გაუშვა გასულ თვეს, მიზნად ისახავს ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტების განვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.