„ალბათობა იმისა, რომ კოალიციამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ შემადგენლობით არ მიიღოს მონაწილეობა, ძალიან დიდია“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა guardian.ge-ს განუცხადა.
ხუხაშვილი პრემიერისა და „რესპუბლიკელების“ შეხვედრასა და მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკელები“ ფსევდო-ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობენ, პრემიერმა დღევანდელი განცხადებით მათ უკვე გასცა პასუხი, რომ ეს ასე ვერ მოხდება.
ხუხაშვილის შეფასებით, კოალიციაში შესულ სუბიექტებს აღარაფერი აერთიანებთ, საკუთარი უსუსურობის განცდის გარდა.
„კოალიცია პრაქტიკულად ჩიხშია შესული. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ისინი ყველანაირად ეცდებიან ფსევდო-ერთიანობის შენარჩუნებას. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, ეს იყო პასუხი იმ გაუგებარ კომენტარებზე, რაც გააკეთეს „რესპუბლიკელებმა“ მასთან შეხვედრის შემდეგ. მათმა კომენტარებმა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია უმრავლესობაში, კვირიკაშვილმა, ფაქტობრივად მოახდინა ამ ინტრიგის დენონსაცია. გამოვიდნენ შეხვედრიდან ისე, თითქოს იქ რაღაც მოხდა მნიშვნელოვანი. ისინი უბრალოდ ცდილობენ სახე შეინარჩუნონ საკმაოდ რთულ ვითარებაში. პრემიერმა თქვა, რომ ეს ასე ვერ მოხდება და პრინციპში, ლოგიკურია. როგორ შეიძლება კოალიცია შედგებოდეს ბევრი სუბიექტისგან და ვიღაცა ხელს აწერდეს სეპარატისტულ ხელშეკრულებებს, ეს არის „რესპუბლიკელების“ აბსოლუტურად უშინაარსო ექსკლუზივი. გამომდინარე აქედან, შესაძლოა, „რესპუბლიკელები“ ვერ ვიხილოთ კოალიციაში საარჩევნოდ. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, მათ არ სურთ კოალიციის დატოვება, რადგან პირდაპირი ლეგიტიმაციის იმედი არ აქვთ, ამიტომ ცდილობენ უკანა კარიდან დარჩნენ პოლიტიკაში. პროცესის ლოგიკაზე კი თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა guardian.ge -სთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკელებს“ გუშინ შეხვდა. მთავრობის სხდომაზე, შეხვედრასთან დაკავშირებით კი განაცხადა:
"თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარეშემო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.