"გამომდინარე იქედან, რომ ივანიშვილი კოალიციის სტაბილურობის ერთადერთი გარანტია, მას მოუწევს პროცესებში მონაწილეობის მიღება" - გია ხუხაშვილი
04-03-2016, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის, რაც ახლა ხდება - ეს პოლიტიკური იწილო-ბიწილო - ხალხისთვის არ ხდება, ყველა პარტია, ყველა მოთამაშე, კონფლიქტში ჩართული ყველა პირი ელაპარაკება ბიძინა ივანიშვილს“ - ამის შესახებ guardian.ge-ს პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განუცხადა.

 

 

ხუხაშვილის შეფასებით, ივანიშვილს შესაძლოა არ სურს, თუმცა იძულებულია ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

 

 

„იმის მიუხედავად, ჩართულია თუ არა ამ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი, უნდა ითქვას, რომ მთელი ეს პროცესები მიმდინარეობს იმიტომ, რომ ივანიშვილზე ხდება აპელირება. ყველას მიაჩნია, რომ მათი სტაბილურობის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, მასზე ხდება აპელირება. თავად ივანიშვილი არა მგონია რამის ინიციატორი იყოს, ეს ადამიანები ითრევენ მას ამ პროცესში. გამომდინარე იქედან, რომ ის სტაბილურობის ერთადერთი გარანტია, ბუნებრივია, მას მოუწევს ამ პროცესებში რაღაცნაირად მონაწილეობის მიღება. ეს არა იმიტომ რომ მას ეს უნდა, უბრალოდ ის იძულებულია პროცესებში ჩაერთოს“ - განმარტა ხუხაშვილმა.

 

 

პოლიტოლოგი guardian.ge-სთან საუბრისას თოფაძე-რესპუბლიკელებს შორის არსებულ პოლემიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თოფაძე კოალიციაში მყოფი ბევრი ადამიანის აზრს ახმოვანებს.

 

 

„ეს დაპირისპირება არ დაწყებულა ახლა, ამას ბევრად მეტი წახნაგი აქვს, ვიდრე ჩანს. გოგი თოფაძემ თქვა ის, რასაც ბევრი ფიქრობს კოალიციაში. ეს კონფლიქტი არსებობს კოალიციის დაარსების დღიდან. უბრალოდ არჩევნების წინ, ეს ვეღარ დაეტია კულისებში და გადმოიღვარა საჯარო სივრცეში“ - განაცხდა გია ხუხაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი