რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.
"ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან ერთი მხრივ, ხაშურამდე და მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე", - განაცხადა ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრმა ისაუბრა პროექტების დაჩქარებაზეც და განაცხადა, რომ რამდენიმე პროექტზე დაგეგმვა 2-3 თვით გადმოიწია.
"ეს რთულია, რადგან როდესაც ხელშეკრულება გაფორმებულია, ჩვენ იურიდიული საფუძველი არ გვაქვს დავაჩქაროთ. მაგრამ ეს მოლაპარაკებებით მოხდა. კონტრაქტორის ინტერესშიცაა, რომ ჩქარა დაამთავროს, რადგან უფრო მეტი მოგება რჩება ამ შემთხვევაში. რაც შეხება ახალ პროექტებს, რიკოთზე გვექნება 2 საპროექტო დეტალური დიზაინის ტენდერი გამოსაცხადებელი," აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.