ბუნებრივი აირის დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ მოცულობას საქართველო სამხრეთ კავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და "სოკარის" პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ კომპანიას შორის 2011 წლის დეკემბრში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს, ხელი უკვე მოაწერეს.
დღესვე, "გაზისა და ნავთობის კორპორაციის" დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის" ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს "ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ" - "კორპორაციას" და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს" შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.
ასევე, ხელი მოეწერა "ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე" "არნსკ"-ს და "კორპორაციას" შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.
ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.
"საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მუცულობებს სამხრეთ კავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა.
გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.
2012 წელთან შედარებით საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის 40 %ით არის გაზრდილი, რამაც განაპირობა ბუნებრივი აირის მოცულობების დამატებით მიღების აუცილებლობა", - ნათქვმია ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.