ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ "გაზპრომს" ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა, თუმცა კალაძემ არ იცის როდის გაიმართება "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მომავალი შეხვედრა და შესაბამისად, რა პასუხს მიიღებს გიგანტური რუსული კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან.
"ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ჩვენი ბოლო შეთავაზება, რომლის პირობებია ის, რომ დავრჩეთ ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში ანუ 10% ბუნებრივი აირი ნედლეულის სახით მივიღოთ", - განაცხადა კალაძემ და დააზუსტა, რომ "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების დაუსრულებლობის გამო ხელშეკრულებაც არ არის გაფორმებული.
კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს.
"საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, რაც იქნა გაჟღერებული", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.