"ბათუმის წყლის" დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე მისი მისამართით საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეთანხმება და სიმართლის დასადგენად შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ საღამოს, როცა კაფე "BK"-ს წყალმომარაგება შეუწყდა, კაფეში სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა უადგილობის გამო ის მალევე დატოვა.
მისივე თქმით, "BK"-სა და მიმდებარე ობიექტებისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა "მიზანმიმართული გათიშვა" არ ყოფილა.
"ღრმა პატივისცემას გამოვხატავ პრემიერის მიმართ და სრულიად ვეთანხმები მის განცხადებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიის რეპუტაცია, აქედან გამომდინარე თავიდან ბოლომდე ვითავისებ პასუხისმგებლობას, რაც მაკისრია და, რა თქმა უნდა, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი დამტკიცდება, მაგრამ მზად ვარ შესაბამის უწყებებს განვუმარტო, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული გათიშვა კონკრეტულად ამ კაფის მიმართ, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაოები, რომელსაც "ბათუმის წყალი" ატარებს. 27 თებერვალს, შაბათ საღამოს, ნაკადმზომმა დააფიქსირა წყლის გადაჭარბებული გადინება, შესაბამისი აპარატურით ჯგუფმა იპოვა დაზიანების ადგილი. წყალი გადაიკეტა ამ კაფესა და მის მიმდებარე ობიექტებში 22:00-და 22:30 საათამდე", - აღნიშნა ალექსანდრე მიქელაძემ.
კაფე "BK"-ს წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარს არ აკეთებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.