ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 6 მარტს, "გაზპრომის" წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
"მე მგონი, შეცვალეს თავისი ჩანაფიქრი. ახლა ევროპულ ქვეყნებში გადავიდნენ, რადგან თქვენ იცით, რომ ევროპას ძირითადად "გაზპრომი" ამარაგებს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა მობილიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი აპირებენ ევროპულ ქვეყნებში ჯაჭვის გაკეთებას", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.