მიხეილ სააკაშვილსა და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს
09-06-2014, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე, რომლებიც 2008 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე არიან პასუხისმგებელნი, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. ამის შესახებ სააგენტო "იტარ-ტასს" საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განუცხადა.

 

 

"გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების განადგურებას ისახავდნენ მიზნად" - განაცხადა მარკინმა.

 

 

მისი თქმით, სწორედ მათი ბრძანებით დაიწყეს ქართველმა სამხედროებმა სამხედრო მოქმედებები 2008 წლის 7 აგვისტოს.

 

 

მარკინი აღნიშნავს, რომ ადრე აღნიშნულ პირებს სისხლის სამართლებრივი დევნისგან საერთაშორისო იმუნიტეტი იცავდა. ახლა, კი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ისინი თანამდებობებზე აღარ არიან, მარკინის თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მათი ბრალდებულად გამოცხადებისა და ასევე, საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი