ომბუდსმენი ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიმართავს
04-03-2016, 08:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ომბუდსმენი ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

 

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 24 თებერვალს, სახალხო დამცველმა კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის თ.ა.–ს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით, არაეფექტური რეაგირების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

 


სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ 14 წლის თ.ა-მ და 17 წლის ა.ვ-მ მშობლების ინიციატივით თანაცხოვრება დაიწყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პირი არასრულწლოვანი იყო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგებოდა, გამოძიება არ დაწყებულა.

 

 

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თ.ა-ს შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში მშობლების მხრიდან არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა იკვეთება, თუმცა სკოლის დირექციას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურის ფარგლებში შეტყობინება სოციალური მომსახურების სააგენტოში არ განუხორციელებია. სახალხო დამცველის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ თ.ა-ს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა სრულყოფილად არ შეისწავლა. სახალხო დამცველისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული განათლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიების შესახებ, ასევე არ იყო შეფასებული რამდენად უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და როგორი იყო მისი მდგომარეობა. აღნიშნულს ადასტურებდა ის ფაქტი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების მიერ ხაზგასმული იყო მხოლოდ ქორწინების ნებაყოფლობითობა, ხოლო კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების ირგვლივ უნდა გატარებულიყო - არ ჩანდა", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


მათივე ცნობით, სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვნების და მათი მშობლების მიერ დაწერილი ხელწერილები, რომლებიც ბავშვის ინტერესების უგულებელყოფას და მშობლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს ადასტურებდა, თუმცა ამ ხელწერილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო პრობლემის არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყენებდა.

 

 

სახალხო დამცველმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა, სრულყოფილად შეისწავლოს თ.ა-ს შემთხვევა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთან, შეისწავლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები.

 

 

სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა, შეისწავლოს თ.ა.-ს განათლების უფლების შეზღუდვის ფაქტის ირგვლივ, სკოლის დირექციის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საკითხი, ამასთან შეისწავლოს რამდენად სრულდება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნები მათ უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ და განახორციელოს სათანადო რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის ფაქტებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი