ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქაქუთის წყალსადენი სისტემის მოსაწყობად 1 222 222 ლარი დაიხარჯება - 600-სზე მეტი ოჯახი წყალს შეუზღუდავად მიიღებს
04-03-2016, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქაქუთის წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ადგილზე გაეცნენ.


როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 222 222 ლარი დაიხარჯება.


პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავი წყალმომარაგებით 600-ზე მეტი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები, აშენდება საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება.


სათავე ნაგებობის კეთილმოწყობის შემდეგ მოეწყობა წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება მისი შიდა დაქსელვა და აბონენტთა გამრიცხველიანება. წყალსადენი სისტემის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტელი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი