არჩევნებს ევროპის საბჭო და ეუთო დააკვირდება
09-06-2014, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროპის საბჭო და ეუთო დააკვირდება.

 

 

ზალკალიანის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით პირადად გაუგზავნა მოწვევა. თუმცა, საბოლოო ინფორმაციას, თუ ვინ დააკვირდება საქართველოში არჩევნებს, ცესკო გამოაქვეყნებს.

 

 

"რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი ვალდებულება იყო რომ გაგვეგზავნა მოწვევა ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ. ესენი გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, ეუთო და ევროპის საბჭო. არჩევნებს დააკვირდებიან ევროპის საბჭოს წევრები და ეუთო-საც ეყოლება თავისი დამკვირვებლები"-განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი