თურქეთის პოლიციამ სტამბულში, კრიტიკული გაზეთის, "ზამანი"-ს ოფისზე გვიან ღამით რეიდი მოაწყო
04-03-2016, 22:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური გაზეთის „ზამანი“-ს ოფისების რეიდი მოაწყო, მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაზეთი სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა. პარასკევს, გვიან ღამით პოლიციამ სტამბულში გაზეთის რედაქციის შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა და შენობაში შევიდა.

 


როგორც BBC წერს, „ზამანი“ შეერთებულ შტატებში ბაზირებული სასულიერო პირის ფეტულაჰ გულენის მოძრაობასთან, „ჰიზმეტთან“ ახლო კავშირში იმყოფება. თურქეთი აცხადებს, რომ „ჰიზმეტი“ „ტერორისტული“ დაჯუფებაა და მიზნად ისახავს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ჩამოგდებას.

 


გულენი ერთ დროს ერდოღანის მოკავშირე იყო, მაგრამ შემდგომ მათი გზები გაიყო, „ჰიზმეტის“ ბევრი მხარდამჭერი კი დააპატიმრეს.

 


თურქეთის მთავრობა ჟურნალისტებისადმი მისი მოპყრობის გამო მზარდი საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ მოექცა.

 


სასამართლომ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ზამანი“, მაღალ-ტირაჟიანი გაზეთი, ადმინისტრატორების მიერ უნდა იყოს მართული. სხვა ახსნა-განმარტება სასამართლოს არ გაუკეთებია. ამგვარი გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ რამდენიმე საათში ასეულობით მხარდამჭერი შეიკრიბა გაზეთის ოფისთან, რათა გაეპროტესტებინათ გამოცემის სახელმწიფოს მიერ მისაკუთრება. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

 


„ზამანის“ წინააღმდეგ ამგვარი ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ, რამდენიმე დღის წინათ პატიმრობიდან იმ ორის თურქი ჟურნალისტის გათავისუფლების ბრძანება გამოსცა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნების ბრალდებით არის დაკავებული. გასულ ნოემბერს თავიანთ რეპორტაჟში ეს ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ თურქეთის მთავრობა სირიაში ისლამისტებისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა.

 


საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ეს ჟურნალისტები ჯერ კიდევ დგანან იმის საშიშროების წინაშე, რომ 25 მარტს დანიშნულ სასამართლო პროცესზე მათ სამუდამო პატიმრობა მიესაჯოთ.

 


გასულ წელს თურქეთში ორი გაზეთი და ორი სატელევიზიო არხი გადავიდა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. მათ მიმართაც ბრალდებები ანალოგიური იყო. ისინიც „ჰიზმეტის მოძრაობასთან“ კავშირში დაადანაშაულეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი