ხონის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი ჩატარდა
04-03-2016, 23:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის სამუსიკო სკოლის ახლად აღდგენილ საკონცერტო დარბაზში დედის დღესთან დაკავშირებით კლასიკური მუსიკის კონცერტი ჩატარდა. სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს.

 


ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


კონცერტის დასასრულს დამსახურებულ ქალბატონებს - პედაგოგს, ლიანა ღოღობერიძეს; ექიმს, ეკატერინე ფირცხალავასა და კულტურის მუშაკს, ქეთევან ჯიბლაძეს დედის დღე მიულოცეს, საპატიო სიგელები, ფულადი ჯილდო და ყვავილები გადასცეს.

 


მუსიკის პედაგოგებისადმი თავისი განწყობა გამოხატა ამერიკელმა პროფესორმა ბრუს ბეილიმ, რომელიც ხონში ერთ კვირაზე მეტია სტუმრად იმყოფება და სოფლის მეურნეობის სფეროში ტრენინგებს ატარებს.

 


,,გაოცებული ვარ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ასეთ პატარა ქალაქში კლასიკურ მუსიკას როგორ ღირსეულად აჟღერებენ... მინდა სულ გიყუროთ და გისმინოთ, უნიჭიერესი ერი და ძალიან კულტურული ხალხი ხართ," აღნიშნა ამერიკელმა პროფესორმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი