საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით, მომავალი წლების განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ემუქრება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ აზებაიჯანიდან დამატებით 500 მილიონი კბ/მ მოცულობის ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა არსებობს.
"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არასდროს გაკეთებულა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანს არ აქვს შესაბამისი რაოდენობის ბუნებრივი აირი, რომ საქართველოს მიაწოდოს. აქ ტექნიკური პრობლემა იყო, რომელთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პირადად მე ბევრს ვსაუბრობდით, ასევე საუბრობდა კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელობა, რომ არსებობდა ტექნიკური პრობლემა. მილსადენს, საიდანაც ბუნებრივ აირს ვიღებთ, აქვს გარკვეული მოცულობის გატარების შესაძლებლობა და იმაზე მეტს ტექნიკურად ვერ გაატარებს. ჩვენ გვაქვს სეზონური დისბალანსი – ანუ ზამთრის თვეებში გვაქვს ბუნებრივი აირის უფრო მეტი მოხმარება, ხოლო ზაფხულში – ნაკლები. ამიტომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რათა დამატებითი მოცულობის შემოტანა მომხდარიყო," განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა და დააზუსტა, რომ დამატებითი მოცულობის ბუნებრივ აირს საქართველო შაჰდენიზის მილსადენის საშუალებით მიიღებს.
რაც შეეხება კომპანია "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს, კალაძის თქმით, შეთანხებაზე ხელი მოწერილი არ არის, რადგან ქართული მხარის შეთავაზება, შენარჩუნდეს ის ძველი ფორმატი, რომელიც ტრანზიტის საფასურად გაზის 10%-ის მიღებას ითვალისწინებს, "გაზპრომის" მხრიდან ჯერჯერობით განსჯის საგანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.