საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 5 მარტს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს ესტუმრება. გიორგი კვირიკაშვილი დაათვალიერებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ საამქროებს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებს.
პრემიერი დაესწრება ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi"-ს გახსნის ღონისძიებას, რომელიც ბორჯომში, 17:00 საათზე გაიმართება. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი, ბორჯომში ბრენდით - Crowne Plaza შემოვიდა. სასტუმროს საერთო ფართია 16100 მ2. იგი აღჭურვილია 101 თანამედროვე ნომრით, რომლებიც გათვლილია დამსვენებელთა ფართო სპექტრზე. სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi" მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ინვესტიციის საერთო მოცულობა 32 მლნ აშშ დოლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.