ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა ქვეყნის 2016 წლის ეკონომიკური ზრდის ახალ სამიზნედ 6.5%-7% დასახა
05-03-2016, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა ქვეყნის 2016 წლის ეკონომიკური ზრდის ახალ სამიზნედ 6.5%-7% დასახა. ამის შესახებ საჯარო განცხადება პრემიერმა ლი კექიანგმა გააკეთა და აღნიშნა, რომ წინ „დიდი ბრძოლა“ ელოდებათ.

 


როგორც BBC იუწყება, პეკინში ყოველწლიური შეკრება ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავს და ის იმ დროს იმართება, როდესაც ჩინეთი ეკონომიკის შენელების პროცესს განიცდის.

 


პარტიის კონგრესზე ასევე ახალი ხუთწლედის გეგმის დამტკიცებას მოელიან, რაც კომუნისტური მმართველობის მემკვიდრეობას წარმოადგენს.

 

 

ჩინეთის ეკონომიკა 2015 წელს 6.9%-ით გაიზარდა, 2014-ში კი ზრდა 7.3%-ს შეადგენდა. ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ მეოთხედ საუკუნეში ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი შეადგინა.

 


ჩინეთის ზრდა, რაც აღქმული იყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად, ინვესტორების მთავარ საწუხარს წარმოადგენს მთელი მსოფლიოს გარშემო.

 


ჩინეთის პრემიერმა ლი კექიანგმა იანვარში განაცხადა, რომ შესუსტებული ზრდა მისაღები იქნებოდა იმ პირობებში თუ კი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, მაგრამ ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად უფრო სუსტია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები გვთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ციფრების გაბერვას უარყოფს.

 

 

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ზრდა, რაც 6.8 პროცენტზე დაბალი იქნება, მომავალი ეკონომიკური სტიმულირების საკითხს დააზარალებს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად კი 2015 წლის ბოლო კვარტალში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 6.8%-ზე დაბალი იყო.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი