უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
"ბუნებრივია, ისინი დღემდე მშობლიურ მიწაში განისვენებდნენ, უბრალოდ არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. მათ მშობლებს, შვილებს და ოჯახებს არ შეეძლოთ მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილებისთვის. დღეიდან გვეცოდინება სად არიან დაკრძალული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და მათი ოჯახებისთვის. ეს პროცესი მიმდინარეობს და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის "წითელ ჯვარს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტია დასვენებული. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.