გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერს ესტუმრა
05-03-2016, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მყოფი პრემიერ-მინისტრი შუასაუკუნეების ქართულ ძეგლს – საფარის მონასტერს ესტუმრა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

"გიორგი კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსი მოილოცა. პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ უმასპინძლა.

 


საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტული განვითარების პოტენციალს. აღინიშნა, რომ საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი და ტურისტული ობიექტია.

 

 

მეუფემ საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოების მნიშვნელობაც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ საფარის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ტაძარში ასვლა" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი