რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილს პუტინის მტრად აღიარებს და, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ფიზიკურადაც გაუსწორდებოდა , - ასეთი კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გავრცელებულ ინფრომაციაზე, რომლის მიხედვითაც, მიხელ სააკაშვილზე, დავით კეზერაშვილსა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე რუსეთმა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.
"რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილს პირადპირ აღიარებს პუტინის მტრად. გამოძიება კი არა, ფიზიკურადაც გაანადგურებს, თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. რუსეთს რაც უნდა ის გააკეთოს და გამოიძიოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მათი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით ჩვენი ხელისუფლება არ დაიწყებს გამოძიებას ახალი მუხლით, რადგან გვაქვს მსგავსი პრეცედენტი, როცა ხურჩის საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას გამოძიების მასალებში სეპარატისტული ხელისუფლების ჩვენებები აქვთ ჩადებული მტკიცებულებად",-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის განცხადებით, მოსკოვი ასევე არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.
"გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას", - განუცხადა "იტარ-ტასს" ვლადიმერ მარკინმა.
მისივე თქმით, სწორედ ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება. ამასთან, როგორ ვლადიმერ მარკინმა აღნიშნა, საქართველოს მხარეზე მაშინ იბრძოდნენ უკრაინის ნაციონალური ორგანიზაცია "უნა უნსოს" მებრძოლებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.