სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეაბრეშუმეობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05-03-2016, 06:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შუა აზიიდან საქართველოში შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების მოსახლეობისთვის ორგანიზებულად დარიგების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 


შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებით დაინტერესებული ბენეფიციარების მოძიება და მათთვის ნარგავების მოვლისა და ფორმირების შესახებ კონსულტაციების გაწევა.

 


როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა, უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია აღნიშნული ნერგების სანერგეში დარგვა და თუთის ნამყენი ნერგების წარმოება.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები.

 


მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ და ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის 100 ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცეს. პროექტის თანახმად, ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ.

 


მებრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი