შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ „Georgian Business Zone“ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმა გახსნა. სოფელ წნისში მდებარე მეცხოველეობის ფერმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
„Georgian Business Zone“ წარმოადგენს აგროკომპანიას, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია 25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, ISO სერთიფიცირებული HACCP-ის სტანდარტების მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო.
კომპანიამ 2015 წელს, იაფი აგროსესხის ფარგლებში, მეცხოველეობის ფერმა გახსნა. საწარმოში დასაქმებულია 45 ადამიანი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2013-წლიდან დღემდე, გაცემულია 24 301 სესხი 687,912,952 ლარის ოდენობით და 1 572 სესხი 182,130,048 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში გაიხსნა 131 ახალი საწარმო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.