ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ -ს ოფიციალურად გაიხსნის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა პროექტირება და განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს.
"ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ქუთაისის სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, ქუთაისის სვანეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, მცხეთა-ლარსის ავტომაგისტრალი და მთლიანად საქართველოს მთელი სატრანზიტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხერხემალი უნდა დამთავრდეს 2020 წლის ბოლომდე. დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს, საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით, ყველა ამ პროექტის პროექტირება და მშენებლობა და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება," - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.