"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს კოალიციის დაკომპლექტება მაქსიმალურად იაფი დაუჯდეს და განმარტავს თუ რას ისახავს მიზნად "რესპუბლიკელებზე" შეტევა. მან ივანიშვილი და ღარიბაშვილი ხალხისადმი მიცემული სიტყვის დარღვევაში დაადანაშაულა და მათ მასზე პოლიტიკურ თავდასხმაში დასდო ბრალი. ალასანიამ ამის შესახებ "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"რესპუბლიკელებზე თავდასხმა მიმართული იყო იმისკენ, რომ მათი მადა დაეწია. ეს სხვა არაფერს უკავშირდება ჩემი შეფასებით. მეორე- რაც მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება მშვიდობა, რომ მივიდეთ არჩევნებამდე. პრემიერ-მინისტრს მოვუწოდებ, რომ შედგეს შეთანხმება პოლიტიკოსების ქცევის კოდექსზე. შემდეგ უკვე წინასარჩევნო კამპანია იქნება ცივილური," აღნიშნა ალასანიამ.
მათ მიერ კოალიციის დატოვების შესახებ საუბრისას კი ირაკლი ალასანიამ განაცხადა:
"პროკურატურამ კარგად შეთითხნილი საქმით დაიწყო, რომელიც დღეს უკვე გამოჩნდა, რომ ამას რეალობასთან არ ჰქონდა კავშირი. ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა. ამის მერე მიიღეს გადაწყვეტილება და მათ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ბუნებრივად მოხდა გახლეჩა. ჩვენ ბოლომდე ვუერთგულეთ ჩვენს საქმეს და იმ სიტყვას, რომელიც მივეცით ხალხს. ეს დაარღვია ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.