შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დონალდ ტრამპმა და ჰილარი ქლინთონმა, ბოლო პარტიული კონფერენციების და პრაიმერების შედეგების მიხედვით, თავიანთ პარტიებში წამყვანი პოზიციები შეინარჩუნეს.
მიუხედავად იმისა, რომ კანზასსა და მეინში თედ კრუზთან დამარცხდა, რესპუბლიკელმა ტრამპმა ლუიზიანასა და კენტუკიში გაიმარჯვა. რესპუბლიკელების სხვა კანდიდატებმა, მარკო რუბიომ და ჯონ კასიჩმა მხოლოდ მცირე პროგრესი აჩვენეს.
ჰილარი ქლინთონმა დემოკრატების შეჯიბრში ბერნი სანდერსთან კანზასსა და ნებრასკაში წააგო, მაგრამ გაიმარჯვა ლუიზიანაში.
ბერნი სანდერსმა კანზასსა და ნებრასკაში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: "დემოკრატია არის ის, როცა ვიღაც მეთანხმება, ვიღაც არ მეთანხმება, ვიღაცა მაძლევს ხმას, ვიღაცა ჩემს წინააღმდეგ აძლევს ხმას, მაგრამ რაც დემოკრატია ნამდვილად არ არის, ეს ის მომენტია, როცა მილიარდერები ყიდულობენ არჩევნებს."
ანალიტიკოსების თქმით, ერთი კვირის შემდეგ, რაც რესპუბლიკელების ისთებლიშმენტმა, რაც კი შეეძლო, ყველაფერი გააკეთა ტრამპზე თავდასხმის მიზნით, როგორც უკვე ჩანს, ტეხასის სენატორი ახლა ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ტრამპი.
მიმომხილველები ასევე აღნიშნავენ, რომ ორივემ, კრუზმა და ვერმონტის სენატორმა სანდერსმა მოიგო პარტიულ კონფერენციებში, მაგრამ წააგო ლუიზიანას პრაიმერის არჩევნებში, რომელშიც გაცილებით მეტი ხმის მიმცემია ჩართული.
ლუიზიანაში დემოკრატებს შორის გამართული შეჯიბრი ქლინთონმა კომფორტულად მოიგო იმის ხარჯზე, რომ მის კონკურენტს, ბერნი სანდერსს აფრიკელი ამერიკელების მხარდაჭერა აკლდა.
ტრამპმა და კრუზმა, ორთავემ, მოუწოდეს სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებს, გამოეთიშონ საარჩევნო კამპანიას.
კენტუკისა და ლუიზიანაში გამარჯვების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა თქვა: „მინდა თედ კრუზთან ერთი ერთზე დავრჩე“.
კრუზმა კი განაცხადა, რომ დროა სენატორი რუბიო და ოჰაიოს გუბერნატორი კასიჩი განზე გადგნენ. „იმდენადაც რამდენადაც ბრძოლის ველი დაყოფილი რჩება, დონალდ ტრამპს ამით უპირატესობა ეძლევა,“ თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.