საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღე ბათუმის 26-ე სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცეს. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები და თიხის ნაკეთობები დაათვალიერეს და იმ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, რომელითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სარგებლობენ. პირველმა ლედიმ სკოლის აღსაზრდელებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და მასწავლებლებს მათზე ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენი მომავლის დღე, ანუ ბავშვების დღე. აქ, ინკლუზიურ სკოლაში, მე ვნახე ბავშვები როგორ მუშაობენ ერთად. ვანხე, ის არაჩვეულებრივი გარემო, რომელშიც ისინი იმყოფებიან.
აქ ყველაფერი მათთვის ისეა მოწყობილი, როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაში, რათა ისინი იყვნენ ერთად, ერთამნეთისგან ისწავლონ და ერთამენთს მისცენ მაქსიმალურად პოზიტიური ენერგია.
აქ არიან მასწავლებელები, რომლებიც ძალიან კარგად და სწორად ზრუნავენ ბავშვებზე, ასე რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ" - განაცხადა პირველმა ლედიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.