საქართველოს “ფერმერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში მიწის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც ზამბახიძემ განმარტა, მიწის შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც დაუმუშავებელ მიწებზე გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს.
„საუბარია მიტოვებულ დიდ მიწებზე. რეალურ პრობლემას დღეს მიტოვებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს, რომლებიც რიგ შემთხვევებში გარკვეული დაავადებებისა და მღრღნელების რეზერვატორები გახდნენ. წვრილი ფერმერი, რომელსაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთი აქვს, იბრძვის, რომ მოწეული პროდუქცია, რომელიც მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს, დაიცვას. აქ საუბარია ფართო მასივებზე – 50 ჰექტარზე და ზევით, რომელიც მიტოვებულია. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს კადასტრიზაცია, მიწის მართვის სისტემა უნდა შეიქმნას“, – განაცხადა ზამბახიძემ.
მისივე განმარტებით, კანონპროექტს სამი ძირითადი მიმართულება აქვს.
„პირველ რიგში, მიწაზე ფასმა უნდა მოიმატოს, მიწის მფლობელმა, თუ არ სჭირდება მას ეს მიწა, გააქირავოს და მესამე – თუ არ გააქირავებს, მის საკუთრებაში არსებული მიწა აგრარულ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ ამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებმა მცირე ფერმერებს პრობლემები არ შეუქმნას“,- აღნიშნა ზამბახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.