ქსნის N 15 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ესტუმრნენ.
ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობებით აშენდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები დალოცა და მათ წმინდა ნიკოლოზის ხატი, ასევე, საქართველოს ერისა და ეკლესიის ისტორიის ტრილოგია აჩუქა. გარდა ამისა, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ საპატრიარქოს სიგელები გადასცა 125 მსჯავრდებულს, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.
„დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენმა სულიერმა შვილებმა, პატიმრებმა ააშენეს. მათ გამოიჩინეს საოცარი სულიერი სიმაღლე და ეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ეს ტაძარი იმისათვის აშენდა, რომ თუ იქნება ამის საშუალება, აქ ყოველდღე წირვა-ლოცვა შესრულდეს. მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში და ერთი აგური მაინც დადო. მინდა, ასევე, დიდი პატივისცემით დავლოცო მინისტრი, ბატონი კახი და მისი თანამშრომლები, “- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დაწესებულებაში წელიწადი და 7 თვე გრძელდებოდა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქსა და საპატრიარქოს, ვინაიდან ჩამობრძანდნენ და საზეიმო ვითარებაში გავხსენით წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. რწმენა ყოველთვის აძლიერებს ადამიანს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პატიმრები უფრო მეტად გაღრმავდებიან რწმენაში და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ისინი ძალიან მალე დაუბრუნდნენ საზოგადოებას,“- განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ეზო და სამრეკლო დაათვალიერებინა.
ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.