ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან - I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიემგზავრება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამშვიდობო მისიაში გაცილების ცერემონიალი დღეს მცხეთაში მე-12 ბატალიონის დილოკაციის ადგილას გაიმართა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
გაცილების ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. ღონისძიების დასასრულს კი I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამხედრო კაპელანმა მამა მოსემ დალოცა. ქართული ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ავღანეთში ამავე ბრიგადის მე-11 ბატალიონის ასეულს ჩაანაცვლებს და და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ბაზაზე ცენტრალური სარდლობის დაცვას 7 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.