საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში, გოდოგანის ტყეში, ტურნირი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებს ასპარეზობის მიმდინარეობის დეტალებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ჯარისკაცებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე გოდოგანის ტყეში განლაგებული 10 საკონტროლო პუნქტი კომპასისა და რუკის საშუალებით უნდა მოეძებნათ. მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შესაბამისი სიგელები და მედლები გადაეცათ. I გასულ სამხედროს - ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სერჟანტმა ზურაბ მოდებაძემ კი, ტურნირის თასიც მიიღო.
მესამე და მეორე ადგილები II ქვეითი ბრიგადის კაპრალმა ელდარ ესართიამ და ქვეითი ბრიგადის კაპრალმა ელდარ ესართიამ და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტმა სილოვან წკრიალაშვილმა გადაინაწილეს.
გენერალური შტაბის ადმინისტრაციის სპორტული ღონისძიებების სამსახურის მიერ ტურნირი ორიენტირებით სირბილში ყოველწლიურად იმართება და მიზნად
სამხედროების მოტივაციის გაზრდა, გუნდური მუშაობის დანერგვასა და ჯარში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.