„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, კომისიამ ბოლო სხდომა გამართა, რომელზეც შემაჯამებელი ოქმი ერთხმად იქნა მიღებული. აღინიშნა, რომ ოქმი ზედმიწევნით ასახვს კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობას და მასში სრულად არის ასახული საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს მოსახლეობის მიერ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებები. ოქმს ასევე თან ერთვის წერილობითი დანართი, რომელშიც განხილვების ერთთვიან პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციის, საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკური პირის წინადადებებია მოცემული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.