მარგველაშვილი: შესაძლოა, რუსეთს მორიგი აგრესია ვერ გაებედა თავის სამეზობლოში, საქართველოზე განხორციელებული აგრესიისას, საერთაშორისო საზოგადოებრიობას „საშინაო დავალება“ კარგად რომ შეესრულებინა
20-11-2017, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო საზოგადოებრიობას საქართველოზე განხორციელებული აგრესიისას „საშინაო დავალება“ კარგად რომ შეესრულებინა, შესაძლოა, რუსეთს მორიგი აგრესია ვერ გაებედა თავის სამეზობლოში, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრესის სააგენტოსთან (PAP) ინტერვიუში გააკეთა.

 

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსული აგრესია 2008 წელს არ დაწყებულა - ჰიბრიდული ომი, რომელიც დღეს უკვე კრემლის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად აღიქმება, საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე მიმდინარეობდა.

 

 

შეკითხვაზე, მომავალ წელს 10 წელი შესრულდება რუსეთ-საქართველოს ომიდან და საქართველოს მიერ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მომენტიდან. ამ განვლილ დეკადაში მიუახლოვდით თუ არა რამენაირად  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას? როგორ ხედავთ საერთაშორისო საზოგადოების როლს ამ პროცესში? შეუძლია თუ არა პოლონეთს რაიმე სახით დახმარება როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს, თუნდაც დროებით წევრს 2018-2019 წლებში, მარგველაშვილმა ასე უპასუხა: 

 

 

„რუსეთის ათი წლის წინანდელმა ქმედებებმა ჩვენი ქვეყნის მიმართ ისევ რუსეთის კომპრომეტაცია გამოიწვია მსოფლიოს თვალში. ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით საერთაშორისო არენაზე ტოტალური გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგანაც მსოფლიოს თითქმის არცერთმა სახელმწიფომ არ ცნო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ პროვინციებში ჩამოყალიბებული ფსევდო სახელმწიფო წარმონაქმნების დამოუკიდებლობა.  

 


საქართველოსა და მისი მოკავშირეების კოორდინირებული, დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით მუდმივად იზრდება ქვეყნების რიცხვი, რომლებიც გაეროში აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ქართველი ლტოლვილებისთვის იმ ტერიტორიებზე  მშვიდობიანი დაბრუნების შესაძლებლობის მიცემის შესახებ, რომლებიც 2008 წლის ეთნიკური წმენდის შემდეგ დატოვეს.

 


აგრეთვე ეფექტურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მუდმივად საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში იყოს ყველა ის უკანონო ქმედება, რომელთაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს რეგიონში. ყოველ ჯერზე, როდესაც მოსკოვი რაიმე „საერთაშორისო ხელშეკრულებას“ დებს ოკუპირებული პროვინციების თვითმარქვია მთავრობებთან, ან როდესაც ამ პროვინციების საზღვრებზე ახალ მავთულხლართებს ავლებს, რათა ამ რეგიონებიდან იძულებით აყრილი ქართველებისათვის შეუძლებელი გახადოს შინ დაბრუნება, ჩვენი მეგობრები პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან თავიანთ პროტესტს გამოხატავენ.

 


ეს ძალზე მნიშვნელოვანია. არ უნდა დავიღალოთ იმის გამეორებით, თუ როგორია სინამდვილე. მუდმივად უნდა მივუთითებდეთ იმაზე, რომ რუსეთი საქართველოში არღვევს საერთაშორისო სამართალს, რომ მისი ქმედებები მეზობლების მიმართ ამ დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოს კომპრომეტაციაა. ამავდროულად, მჭიდრო კოორდინაცია უნდა გვქონდეს ყველა იმ ძალასთან, რომელიც დაგვეხმარება კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებაში.

 


ჩვენ გავაასკეცეთ ჩვენი ძალისხმევა მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთის აგრესიის ობიექტი უკრაინა გახდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას საქართველოზე განხორციელებული აგრესიისას  „საშინაო დავალება“ კარგად რომ შეესრულებინა შესაძლოა, რუსეთს მორიგი აგრესია ვერ გაებედა თავის სამეზობლოში.

 


ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველოს მჭიდროდ და თანმიმდევრულად დაკავშირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. მოსკოვისთვის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ინსტრუმენტია, რომლითაც იგი ცდილობს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხებას. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მას ეს არ გამოუვა.

 


აგრეთვე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ რუსული გეოპოლიტიკური დოქტრინისა და მისი პრაქტიკული განხორციელების მდუმარედ მიღება შესაძლოა, რუსეთის მიერ მის რომელიმე მეზობელზე მორიგი თავდასხმით დამთავრდეს".

 

 

გიორგი მარგველაშვილის PAP-თან ინტერვიუ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

კომენტარები: 183
#3   Rosie
      
dianabol winstrol cycle


https://usvs.ms/read-blog/20654_dianabol-dbol-cycle-guide-results-side-effects-a
nd-dosage.html dianabol
only cycle for beginners


https://git.manabo.org/freemandevries what to take after dianabol cycle


https://bdgit.educoder.net/jasminehargrav valley.md


https://gitea.rodaw.net/garfieldnimmo1 sustanon and dianabol cycle


https://gitlab.rails365.net/gretchen57n14 valley.Md


https://git.palagov.tv/gennie92005215/www.valley.md4161/wiki/Dianabol-And-Testos
terone-Cycle-Latest-News%2C-Updates-%26-Articles-On-Dianabol-And-Testosterone-Cy
cle-Page-4 oral dianabol cycle


http://git.yanei-iot.com:600/rubypalazzi90 dianabol test cycle


https://git.yangzhiqiang.tech/roscoedetwiler what to take after dianabol cycle


https://sound.descreated.com/guillermoharre valley.md


https://www.flexsocialbox.com/read-blog/55976_dbol-dianabol-cycle-how-strong-is-
methandrostenolone.html first dianabol cycle


https://gitea.cybs.io/franchescalapl Dianabol
Dosage Cycle


http://git.huxiukeji.com/princestover63/www.valley.md1980/wiki/The+Heart+Of+The+
Internet post
cycle therapy for dianabol


https://git.louislabs.com/estelaweatherb dianabol cycle Length


https://grafana.jasonstolle.com/marlenem209981 dianabol beginner
cycle


https://intalnirisecrete.ro/@stevencarother deca
and dianabol cycle


https://git.rootfinlay.co.uk/hoseahirst8080 deca dianabol test cycle


https://gitlab.ngser.com/latanyagillen/4462effects-of-prolonged-steroid-use-on-t
he-human-body/-/issues/1 test dianabol
cycle


https://usvs.ms/read-blog/20644_dbol-dianabol-cycle-how-strong-is-methandrosteno
lone.html Valley.md
8 ოქტომბერი 2025 00:46
#2   Elisabeth
      
ultimate muscle building stack

References:


https://www.demilked.com/
7 ოქტომბერი 2025 16:03
#1   Mae
      
anavar anabolic steroids

References:


https://forum.issabel.org/u/woolentennis3
7 ოქტომბერი 2025 12:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი