რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების პანაშვიდზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა.
ტაძრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან კერძო სკოლა „რეცას" და მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები. ასევე იმყოფებიან ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ქობულეთში სასტუმრო „არმაზში" გაჩენილი ხანძრის დროს გუშინ გამთენიისას სამი მოზარდი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.