თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უშანგი სოფრომაძის სახელობის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ინგლისურენოვანი ქართულ-ამერიკული მეგობრობის ბანაკი „ძევრის სკოლა-2018“ მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მასპინძლობს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიესალმნენ და ბანაკში დროის ნაყოფიერი გატარება უსურვეს. „ჩვენი მომავალი თქვენ ხართ, ბავშვებო. მიიღეთ კარგი განათლება. ისე უნდა ისწავლოთ და ისეთი პროფესიონალები გამოხვიდეთ, რომ თქვენით იამაყოს არა მარტო სოფელმა და რაიონმა, არამედ სრულიად საქართველომ. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი თქვენგანი ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს ადგილს დაიკავებს და ისე გააგრძელებს სამშობლოზე ზრუნვას“, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.
მოწვეულ სტუმრებსა და ბანაკის წევრებს ქართულად მიმართეს ამერიკელმა მოხალისე პედაგოგებმა რეჩელ გაგნონმა და ზაკ ფაბოსმა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ძევრის სკოლის ყოფილი დირექტორის, მანუჩარ ფანჩულიძის თქმით, წელს ძევრის საჯარო სკოლაში 7 ტიპის ბანაკი გაიმართება სხვადასხვა კატეგორიების, შესაძლებლობებისა და ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით. სკოლაში მსგავსი ტიპის აქტივობები უკვე მე-7 წელია ფუნქციონირებს.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.