ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაწალხევში ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ კაწალხევში მცხოვრები 21 ოჯახი, რომლებსაც 20 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, დღეიდან ელქეტროენერგიას მოიხმარენ.
“სოფელი კალწახევის ელექტროფიცირებისათვის აშენდა 4კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 63 კვა სატარნსფორმატორო ქვესადგური, აშენდა 3,67 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. საპროექტო სამუშაოები შპს “ჰიდრომ” , ხოლო სამშენებლო სამუშაოები შპს “რედკომ” შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 157 ათასი ლარი დაიხარჯა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან საქართველოს მასშტაბით, დეტალურად იქნა შესწავლილი უშუქო სოფლებში არსებული მდგომარეობა და დაიწყო უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესი.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 28 უშუქო სოფლიდან, ამ დროისათვის ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 22 სოფელს.
წლის ბოლომდე კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა მიიღებს ელექტროენერგიას. ესენია – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელუბანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი შროშა (ექსეულიძეების უბანი) და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლები ხაჩიში, მანანაური, ცხუმალდი და ბავარი.
“სინათლე ყველა სოფელს” პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ 702 ათასი , ხოლო 2014 წლის ბიუჯეტიდან 6 მლნ 500 ათასი ლარი გამოყო.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დასრულებულია ასევე 4 სოფლის ელექტროფიკაცია. სამუშაოებზე 400 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს სოფლებია – დმანისის მუნიციპალიტეტი – სოფელი მამიშლარი, ქარელის მუნიციპალიტეტი – სოფელი იმერხევი, ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელი ჭართალა, დუშეთის მუნიციპალიტეტი – სოფელი შატილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.