საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური საბრძოლო სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონეზე გაიმართა.
„ჩარლი“ ასეულმა შეტევითი ოპერაცია განახორციელა. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა. წვრთნებს მონიტორინგს ქართველი და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევდნენ. მათი შეფასებით ქვედანაყოფმა ოპერაცია წარმატებით განახორციელა.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანი ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
პროგრამა ასევე, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.