თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო
15-05-2019, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის 40 საზაფხულო საბავშვო ბაღში ორიდან ექვს წლამდე ასაკის 13 ათასი ბავშვისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

 

„ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოველწლიური სოციალური პროექტის - საზაფხულო ბაღების განხორციელებას. ივლისში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს. დღეიდან უკვე ხდება განაცხადების მიღება. 13 ათას აღსაზრდელს საშუალება ექნება, საზაფხულო ბაღებით ისარგებლონ. განაცხადების მიღება ელექტრონულად იწარმოებს. პროექტში მონაწილეობის მიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.ge ელექტრონული რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყო.

 

 

ვებგვერდზე მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა იმუშავებს, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

 

 

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია 2019-2020 სააღმზრდელო წელს არ ეხება. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის.

 

 

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს: გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186; დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“; ისნის რაიონი -N202, N29, N66, N215, N182; კრწანისის რაიონი - N51, N206; მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162; ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112; სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72; ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

 

კომენტარები: 182
#2   Willian
      
is testosterone an anabolic steroid

References:


Legal Supplements That Work Like Steroids (Https://Zomi.Watch)
28 სექტემბერი 2025 09:34
#1   Erick
      
safe way to take steroids

References:


Best Legal Supplements
27 სექტემბერი 2025 03:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი