ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "საქართველო" 7 სექტემბერს ბლექსი არენაზე დაიწყო და დაიხურა 9 სექტემბერს ონში, აღმაშენებლის მოედანზე.
ღონისძიება ჯგუფი "ეგარის" კონცერტით დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენები.
"ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ფოლკლორის ცენტრს და საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიების ორგანიზებისათვის" , - ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.