მე მეუფე პეტრეს ინტერვიუსთან დაკავშირებით ვახსენე რომელიღაც გადაცემაში სწორედ ის მიღება, რომელიც მართლაც კეთილგანწყობილი მიღება იყო მეუფე პეტრეს და მთლიანად მისი ეპარქიის მხრიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მახსოვს, ვახსენე იმ კონტექსტში, რომ მე კარგად დამამახსოვრდა პატრიარქის სურათები ეპარქიაში და თავად მეუფე პეტრეს ძალიან პოზიტიური განწყობა პატრიარქის მიმართ სადილის დროს და კეთილგანწყობილი სიტყვები, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ის ადასტურებს მეუფე პეტრეს ნათქვამს პატრიარქის, მისი და პრეზიდენტის შემადგენლობით საბჭოს შექმნის იდეასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება გუშინდელ ფაქტებს, მე შემიძლია დავადასტურო, რომ რაც თქვა მეუფე პეტრემ, გნებავთ პატრიარქის, პრეზიდენტის და ჩემი შემადგენლობით საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად საინტერესო იდეა იყო და სააკაშვილმა უბრალოდ მასხრად აიგდო ეს იდეა და არ დაუჭირა მხარი, ასევე იმ საუბართან დაკავშირებით, მცირე კორექტირებით, რომელიც შედგა პატრიარქთან ჩემი რუსეთში ვიზიტის დროს, მე შემიძლია დავადასტურო. ზოგადად შემიძლია, გითხრათ, რომ რუსეთში ყველა წასვლის წინ, აბსოლუტურად ყოველთვის, წინასწარ ვხვდებოდი პატრიარქს, მას საქმის კურსში ვაყენებდი“, - განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა საჭირო იყო ასეთი ტიპის კომუნიკაცია პატრიარქთან სეკულარული ქვეყნისთვის და რამდენად იყო მნიშვნელოვანი საბჭოს შექმნა, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ის სეკულარული სახელმწიფოს მომხრეა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის პატრიარქისთვის, რომელსაც მოსახლეობის 97% მხარს უჭერს, აზრის კითხვაში ცუდი არაფერია.
„მე მომხრე ვარ ერთმნიშვნელოვნად სეკულარული სახელმწიფოსი, ეკლესია და ხელისუფლება გაყოფილი უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ აზრი არ უნდა ვკითხოთ ერთმანეთს, ჩვენ, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენ, ყველას შეგვტკივა გული ამ ქვეყნისთვის, და თუ ის ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყნის წინაშე, ერთმანეთს აზრს შეეკითხებიან და მოეთათბირებიან და აზრს ჰკითხავენ ქვეყნის პატრიარქს, რომელსაც მოსახლეობის 97% უჭერდა მხარს, ამაში ცუდი რა იყო, ეს საბჭო ხომ არ იყო სავალდებულო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ორგანოს არსებობით პატრიარქს ჩავაყენებდით საქმის კურსში კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და გარკვეულწილად საპატრიარქოს ინტერესებსაც ეხებოდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ვკითხავდით აზრს“ , - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.