ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ , მერის წარმომადგენელმა მათხოჯის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ გახოკიძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის - ცენტრის დირექტორმა თემურ საღარაძემ და მოადგილემ ოლეგი რუხაძემ სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დაათვალიერეს და არსებულ პრობლემაზე იმსჯელეს , რომელის გამოცუკვე ორ თვეზე მეტია ხონის მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება.
სასმელი წყლის დღეგამოშვებით მიწოდების მიზეზი გრუნტში წყლის დონის კლებაა, რაც მოწოდების მოცულობას ამცირებს, შესაბამისად, 9000-მდე აბონენტს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება.
ლადო ჯურხაძე დეტალურად გაეცნო წყლის სისტემის ფუნქციონირებას და პრობლემის მოგვარების გზებზე სპეციალისტებთან ერთად იმსჯელა.
"ამ ეტაპზზე მთლიანად დამოკიდებულები ვართ კლიმატურ პირობებზე . გრუნტში წყლის მოცულობის გაზრდა საშუალებას მოგვცემს მოსახლეობას წყალი უწყვეტად მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ პრევენციაზეც. დღეს, კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და განვიხილეთ საკითხის მოგვარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ სამომავლოდ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დავდგეთ" - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.