ბელგიის პოლიციამ ანტი-ტერორისტული რეიდის შედეგად 16 ადამიანი დააკავა, თუმცა პარიზის ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი კვლავ ძებნაში რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ, ბელგიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
ბელგიელმა პროკურორმა, ერიკ ვან დერ სიპტმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ კვირას ბრიუსელისა და ჩარლეროის გარშემო 22 რეიდი განხორციელდა. მისი თქმით, იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ნაპოვნი არ ყოფილა.
მოლენბეკში ოპერაციისას პოლიციამ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაზიანდა. მოგვიანებით ის დააპატიმრეს.
ბრიუსელი ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი კატეგორიის ქვეშ რჩება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჩარლზ მიშელმა. უნივერსიტეტები, სკოლები და ქალაქის მეტროს სისტემა დახურული რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.